ბიზნესმენი ბეჟან ნაკაიძე ჰოსპიტალიზირებულია-ის საკუთარმა დაქირავებულმა მუშებმა სცემეს

ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძესთან დაახლოებული ბიზნესმენი, კომპანია “კოხტაძირის” მფლობელი, ბეჟან ნაკაიძე საკუთარმა დაქირავებულმა მუშებმა, მათ შორის ტრაქტორისტებმა და მძღოლებმა სცემეს.

ინცინდენტი გუშინ, კვირას, 17 მარტს მოხდა.

ამის შესახებ “გურიის მოამბეს” თვითმხილველებმა უამბეს.

დაზარლებულის ახლობლების ინფორმაციით, ნაკაიძე მრავლობითი მოტეხილობებით თბილისში გადაიყვანეს,

ჩვენი წყაროს ცნობით, ცემის მიზეზი თვეობით გაუცემელი ხელფასებია.

რაოდენ ტრაგიკომიკურიც არ უნდა იყოს ნაკაიძე, ტრაქტორისტებმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის ოფისის წინ სცემეს.

კომპანია “კოხტაძირი”არაოფიციალურად  ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის ოჯახის კომპანიაა, რომელიც ოზურგეთში ინფრასტრუქტურული პროექტების 90% ს ახორციელებს.

ამჟამად კომპანიის ძირითადი სამუშაო ქალაქ ოზურგეთის ცენტრალური ნაწილის, რკინიგზის მოედანი, ბოლქვაძისა და გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩების მოასგალტება იყო,

გავრცელებული იუნფორმაციით, ინცინდენტამდე  კომპანიის თანამშრომლები ხელფასის მოთხოვნით რამდენჯერმე გაიფიცნენ, ხელფასის გაუცემლობის მიზეზად კომპანიაში არაოფიციალურად ე.წ. “ატკატებს” ასახელებენ, რომლის უკანაც ოზურგეთის მერი დგას.

გარეკანის სურათი არ არის თანხვედრაში ამბავთან

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share