გურიის მოამბე

“ბათუმის კლინიკაში გარდაცვლილი ჩოხატაურელი ბიჭის ახლობლებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ”

ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლის, ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში გარდაცვლილი, ლუკა ჩხიკვიშვილის ახლობლებს, სოციალური ქსელებით ემუქრებიან და აშანტაჟებენ.

Screenshot

ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ლუკა ჩხიკვიშვილის ნათესავებმა აცნობეს;

“მას შემდეგ რაც ლუკას ნათესავებმა, მეგობრებმა, თანაკლასელებმა სოციალურ ქსელებში გაავრცელეს მიმართვა, რომ ვითხოვთ ყველა იმ სამედიცინო მუშაკის დასჯას, ვისაც ბრალი მიუძღვის ლუკას გარდაცვალებაში, ვინც ეს მიმართვა გააზიარა, და ასეთი ძალიან ბევრი იყო, ყველას დაურეკეს, უთხრეს ან მიწერეს, რომ ამ თემაზე საუბარი შეეწყვიტათ, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხს აგებინებდნენ”

გვიყვება გარდაცვლილის ახლო ნათესავი;

ლუკას ახლობლებმა რედაქციას მიაწოდეს სოციალური ქსელებით მისული შეტყობინებები (რომელსაც გთავაზობთ ვემოთ), სადაც ნათლად იკითხება მუქარაც და შანტაჟიც;

რედაქცია შეეცადა მუქარისშენცველი მესიჯების ერთ ერთ ავტორთან დაკავშირებას, თუმცა ამ დრომდე უკუკონტაქტი არ ყოფილა;

ახლობლები შესაბამისი ორგანოებიდან სასწრაფო რეაგირებას ითხოვენ;

 ლუკა ჩხიკვიშვილი, რამდენიმე დღის წინ, გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაციამდე ნარკოზის შეყვანის შემდეგ გარდაიცვალა

კლინიკას კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

რა გახდა ბიჭის გარდაცვალების მიზეზი, ამ კითხვაზე პასუხი ექსპერტიზამ უნდა გასცეს. როგორც  შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს

 ლუკა ჩხიკვიშვილმა ხელი მოიტეხა და ოპერაცია იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში უნდა გაეკეთებინა.
“ხელი მოიტეხა და ოპერაცია უნდა გაეკეთებინა. როგორც კი შეუყვანიათ ნარკოზი, გული გაუჩერდა”  აცხადებს ლუკა ჩხიკვიშვილის ახლობელი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights