გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, პაატა კუნჭულია, ოზურგეთის სარაგბო კლუბ “არწივების” პრეზიდენტის გადაყენებას გეგმავს.
დიდი ალბათობით, გადაყენების მიზეზები სპორტული შედეგბი შესაძლოა არ იყოს, რადგან – ოდესღაც “დიდ ათში” მორკინლი “არწივები”, მიმდინარე სეზონში – რგიონალ ლიგის მოგების შემდეგ, პირველ ლიგაში აღზევდნენ.
სარაგბო კლუბის მენეჯმენტი სახლმწიფო აუდიტის სკანდალურ დასკვნაში მოხვდა, სადაც მთელი რიგი კითხვებია დასმული საკადრო და საფინანსო პოლიტიკასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ, რაგბისტთა ადგილობრივი ხელმღვანელი – ზურაბ, იგივე გუგა, ცინცაძე არაერთხელ გახვეულა სკანდალში, თუმცა ყველა ეს შემთხვევა, არა რაგბს, არამედ პოლიტიკას უკავშირდება.
“არწივების” გენერალურ დირექტორს, ბოლო წლებში, ხშირად ადანაშალებდნენ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნა შევიწროებასა და მათზე ფიზიკურ თავდასხმებში – პოლიტიკურ ოპოზიციაში კი მას “ზონდერად” მოიხსენიებენ და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით, არაერთი ბრიფინგი და პრესკონფერენცია ჩატარებულა;
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცინცაძე თანამდებობის დატოვბაზე უარს აცხადებს, და მერს მმართველ პარტიასთან ამისამართებს.
ცინცაძის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ამ უკანასკნელს სრული მხარდაჭერა აქვს “ქართული ოცნებიდან”, გუბერნატორიდან და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარისაგან და მერის სურვილი, მისი გადაყენების თაობაზე არაფერს ნიშნავს, რადგან “მერი და პარტია დღეს სხვადასხვა პოზიციაზე დგანან”.
ოზურგეთის სარაგბო კლუბ “არწივების” წლიური ბიუჯეტი ნახევარ მილიონ ლარს აღემატება.
თუმცა, მიუხედავად ამისა, კლუბი შესაძლოა ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს, რადგან, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს სარაგბო კავშირი, პირველ ლიგაში მოასპარეზე კლუბების დაფინანსების წესს ცვლის და ყოველწლიუად, თავისი ბიუჯეტიდან დაპირებული სამასი ათასი ლარის დახმარებაზე უარს ამბობს და კლუბებს ადგილობრივი ბიუჯეტების ამარა ტოვებს;
ცნობისათვის; საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპლური ა(ა)იპის დირექტორის განთავისუფლებისას შეზღუდვები არა აქვს, დირექტორი, ფაქტობრივად დაუცველია, ნაცვლად ა(ა)იპის რიგითი თანამშრომლისა, რომლის განთვისუფლებისას-ზემდგომს მთელი რიგი შეზღუდვები აქვს, თუმცა ამავე დროს მნიშვნელოვანია ორგანიზაციის წესდებაც, მოგეხსენებათ, ხშირად ა(ა)იპის წესდებები ერთმანეთს არ ემთხვევა და მასში სხვადასხვა პირობებია ჩაწერილი.








