კურორტ გომისმთაზე, დასვენების სეზონის მიმდინარეობისას, ოზურგეთის ხელისუფლებამ
“ჭყიპი სიმინდის”, (ძველებური, ხალხური და ადგილობრივი (გურული) სახელწოდებაა მოუსვლელი, მკვახე, ანუ ჯერ კიდევ რძისებრ-ცვილოვანი სიმწიფის ფაზაში მყოფი რბილი და წვნიანი სიმინდი, რომელსაც სოფლად ხშირად ნაადრევად საკვებად ან მოსაკრეფად იყენებდნენ”),ან მთის კურორტისათვის დამახასიათებელი, კუსტარული წარმოების სათამაშო-სუვენირებისა და ადგილობრივი ნაწარმის რეალიზაცია აკრძალა;
ამის შესახებ “გურიის მოამბეს”, კურორტ გომისმთის დამსვენებლებმა განუცხადეს:
“ამოვიდნენ ოზურგეთის მერიიდან, მუნიციპალური ინსპექცია ვართო და გვიტხრეს, ვერაფერს ვერ გაყიდით იქ სადაც ტურისტები და დამსვენებლებია, სახლსი შეგიძლიათ მიირთვათო, თუ ამ მითითებას დაარღვევთ, სოლიდურად დაგაჯარიმებთო” -გვითხრა, ერთ ერთმა დამსვენებელმა, ქობულეთის მკვიდრმა;
მისივე თქმით, ინსპექციის თანამსრომლებმა უთხრეს ადგილობრივებს, რომლებიც წლებია ამ ბიზნსით ირჩენენ თავს, ასევე კუსტარულად დამზადებული სათამაშოების რეალიზაციით, ცვენ არაფერ შუაში ვართ მერის ბრზალება და იმასთან გაარკვიეტ ოზურგეთშიო.
შედეგად, კურორტზე, ათწლეულობის განმავლობაში დამახასიათებელი, გარკვეული ნივთებისა და პროდუქციის რეალიზაცია აკრძალულია;








