ოდესაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა 73-მდე. დაღუპულთა შორის არიან ექიმი და მაშველიც. ისინი აფეთქების შემდეგ სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდნენ, რა დროსაც კიდევ ერთი დარტყმა მოხდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, საოკუპაციო ძალებმა ოდესაზე ისკანდერის რაკეტებით მიიტანეს იერიში.
16 მარტი ოდესაში გლოვის დღედ გამოცხადდა.