გურიის მოამბე

ჩოხატაურში სურსათის მასიური ქურდობები დაიწყო – ბახმაროში სამი ქილა კაიმაღი მოიპარეს

როგორც ჩოხატაურიდან გვატყობინებენ, მუნიციპალიტეტის სოფლებში, სასურსათო მარაზიების მასიური ქურდობები დაიწყო;

წყაროების ინფორმაციით: “კურორტ ბახმაროში, გუშინ წინ გაქურდეს ბაზარი, მოპარულია სამი ქილა კაიმაღი, ნახევარი ყუთი ბანანი და 6 ერთეული ნესვი;

სასურსათო მარაზია გაქურდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუქსიეთში, მოიპარეს პური, რამდენიმე ერთეული თევზის (ანჩოუსის) კონსერვი, კვერცხი და ორი ბოთლი ლიმონათი;

ადგილობრივი სასურსათო მაღაზიის გატეხვისა და ქურდობის შესახებ იტყობინებიან სოფელ ქვენობანში – მოპარულია პური, შაქარი და მზესუმზირის ზეთი;

ეს მხოლოდ იმ მაღაზიათა ჩამონათვალია, რომლის მეპატრონეებმაც, ოფიციალური განცხადებებით შესაბამის ორგანოევბს მიმართეს, ანაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თუმცა, როგორც ადგილიდან გვატყობინებენ, ხშირია გაქურდვის ისეთი შემთხვევები, რომლის დროსაც, სასურსათო მაღაზიების მეპატრონეები პოლიციას არ ატყობინებენ-ანაც ინფორმაცია ჩვენამდე არ აღწევს;

Verified by MonsterInsights