ფონიჭალაში ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვანი გაიტაცეს.
შემთხვევა გუშინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე რამდენიმე პირმა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გაიტაცა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
უწყებაში განმარტავენ, რომ მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.