ჩოხატაურის მერიის საფინანსო სამსაუხურის უფროსს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსს, კორონავირუსი დაუდასტურდა.
ჩოხატაურის მერის ირაკლი კუჭავას თქმით, მათმა თანამშრომელმა თავი შეუძლოდ შაბათ-კვირას იგრძნო და ორშაბათს სამსახურში აღრ მისულა.
„საფინანსო სამსახურის უფროსს დაუდასტურდა ვირუსი, შაბათ-კვირას იგრძნო ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ორშაბათს სამსახურში აღარ მოსულა. მერია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა, გარდა აუცილებელი საჭიროებისა, მუშაობა ონლაინ მიმდინარეობს. დაწყებულია კონტაქტების მოძიება, ყველა გაიტესტება. მერიაში კაბინეტები და მთლიანი შენობა ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით დამუშავდება“, -განაცხადა კუჭავამ.
ბოლო მონაცემებით გურიის რეგიონში კორონავირუსის 21 შემთხვევა დადასტურდა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share