“საქართველოს განვითარებისთვის მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია საქმის გაკეთება”- ქართველი მევიოლინე სააკაშვილზე

“საქართველოს განვითარებისთვის მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო და შეუძლია საქმის გაკეთება”- ასეთი გზავნილით მიმართა ქართველ მოსახლეობას ახალი თაობის ყველაზე გამო.რჩეულმა მუსიკოსმა, მევიოლინემ ლიზა ბათიაშვილმა.

“დიდი ბოდისი ყველა იმასთან, ვისაც ეგონა რომ ოლიგარქის სტიპენდიანტი გახდებოდა.

ფაქტი სახეზეა, საქართველოს განვითარებისთვის მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო და შეუძლია საქმის გაკეთება და ეხლა ბოლო შანსი გაქვთ რომ ქვეყნის მომავალს ხელი შეუწყოთ.”

ლიზამ მიხეილს სააკაშვილის წინასაარჩევნო ვიდეო რგოლი, საკუთარ ფისბუქზე გააზიარა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის განვლის საქმიანობა გაიხსენა, მას კარგად ახსოვს როგორ მხარდაჭერას გრძნობდნენ ხელოვანები გასულ წლებში. სწორედ მაშინ გაიზარდა ნიჭიერი ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც არსებული სახელწიფო პროგრამებით თუ ფონდებით საზღვარგარეთ წავიდნენ სასწავლებლად.

ლიზა კიოლნის, პარიზის, ბოსტონის და ლოსანჯელესის ორკესტრების მუსიკოსს, გული წყდება რომ ახლა ქართველ ნიჭიერ ახალგაზრდებას აღარ ეძლევათ სწავლისა და განვითარების ისეთი შესაძლებლობა, როგორც უწინ. იგი ხალხს მოუწოდებს რომ გამოფხიზლდეს, რათა კიდევ ერთი შეცდომა არ დაუშვას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share