პარლამენტის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ განაცხადა, რომ იგეგმება კულტურის სფეროს ბოლო 3 წლის მეტაანალიზი.
როგორც კომიტეტის სხდომაზე ბოლქვაძემ განაცხადა, მეტაანალიზში ექსპერტებიც იქნებიან ჩართულები.
“ექსპერტების ჩართულობით გაკეთდეს მეტაანალიზი კულტურულ და შემოქმედებით სექტორში ბოლო 3 წლის განმავლობაში. ასევე, შეფასდეს პანდემიიდან გამოწვეული სიძნელეები და ანალიზის საფუძველზე განიხილოს მომავალი პრიორიტეტები”, – ამბობს ბოლქვაძე.
როგორც ბოლქვაძემ 2021 წლის სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა, გარდა მეტაანალიზისა, უნდა შეიქმნას თემატური ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებენ. ამასთან, სამოქმედო გეგმის თანახმად, იგეგმება საქართველოში არსებული სახელოვნებო სკოლებში არსებული სიტუაციის შესწავლა.
კულტურის კომიტეტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გასვლითი სხდომების ჩატარებასაც გეგმავს.