ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ კობახიძე არაკვალიფიციური იურისტი და რუსეთის აგენტის შვილია, რომელმაც სახლში უნდა ისაუბროს იმ ენაზე, რა ენაზეც „მთავარ“ არხსა და „ტვ პირველს“ მოიხსენიებს.
„ირაკლი კობახიძემ თქვა იურისტი ვარ და სისხლის სამართლის ნიშნებს ვხედავო… ან მისი იურისტობა ვის გაუგია, ან სისიხლის სამართალთან მისი შემხებლობა? იდიოტია სუფთა, უბრალოდ დასაქოქი თოჯინა.
„გლავკანალი“ და „პერვი კანალი“ კობახიძემ როგორ უნდა იძახოს, რუსეთის აგენტის შვილია. „გლავკანალი“ და „პერვი კანალი“ ეძახოს მამამისს, მაგ ენაზე ალბათ, სახლში ლაპარაკობენ.“ – ამბობს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციისას პრემიერისთვის კითხვების დასმის გამო მთავარი არხი და TV პირველი გააკრიტიკა და მათ რუსულ ენაზე „გლავკანალი” და „პერვი კანალი” უწოდა.
„როდესაც ასეთი მძიმე ვითარებაა და 19 ადამიანია გასათავისუფლებელი და თქვენი ჟურნალისტი, გლავკანალის და პერვი კანალის ჟურნალისტი, მიდის პრემიერ გახარიასთან და ეკითხება დანაშაულის სტატისტიკის შესახებ, ეს არის სირცხვილი”. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.