რა შემთხვევაში მოაწერენ ხელს დანიელსონის დოკუმენტს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი კიდევ ერთხელ საუბრობს, რა შემტხვევაში მოაწერს ოპოზიცია დანიელსონის დოკუმენტს ხელს.

მინაშვილის თქმით, ესაა ქვეყანაში პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. როგორც მინაშვილი ამბობს, რომელიმე ერთი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, ოპოზიცია დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.

ამის შესახებ აკაკი მინაშვილმა “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში, ოპოზიციის ერთობლივი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ოპოზიციამ დღეს 15 მაისის აქციის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელა.

ცნობისთვის, “ოცნება” დანიელსონის დოკუმენტს ხელს აწერს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share