რამდენი ჰესი შენდება გურიაში

სამოქალაქო აქტივისტი გრიგოლ მახარაძე, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე,  მშენებარე და იმ ჰიდრო ელექტროსადგურების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელთა მშენებლობაც გურიის მხარეში ან უკვე მიმდინარეობს, ანაც იგეგმება:
“აქ ჩამოვთვლი იმ ჰესებს, რომლებიც დაგეგმილია გურიის რეგიონში, რათა მასშტაბი სწორად გავაცნობიეროთ:
მდინარე გუბაზეულზე 4 ჰესი: „ნაბეღლავიჰესი“ მოქმედია, „ხევიჰესი“ მემორანდუმი გაფორმებულია, „ზოტი 1“ და „ზოტი 2“ კასკადი შენდება
გუბაზეულის შენაკად მდინარე საშუალაზე 3 ჰესი: „საშუალა 2“ და „საშუალა 3“ კასკადი აშენებულია, „საშუალა ჰესი“ გზშ-ის ეტაპზეა
მდინარე ნატანებზე 3 ჰესი: „ნატანები 3“ გზშ ჩატარებულია, „ნატანები 2“ და „ნატანები 1“ დაგეგმილია
მდინარე ბახვისწყალზე 3 ჰესი: „ბახვი 3“ მოქმედია 2013 წლიდან, „ბახვი 2“ ნებართვა გაცემულია, „ბახვი 1“ სკოპინგის ეტაპზეა
მდინარე ბჟუჟზე 2 ჰესი: ბჟუჟჰესი მოქმედია 1956 წლიდან, „ბჟუჟა 2“ მოკვლევა მიმდინარეობს
სუფსის შენაკად ბარამიძისწყალზე ბარამიძეჰესი, გზშ-ის ეტაპზეა
ანუ სულ 11 ჰესია მშენებარე ან განხილვის სტადიაზე”
წერს სამოქალაქო აქტივისტი გრიგოლ მახარაძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე:
“არ ვიცი. რაოდენ კრიტიკულადაც არ უნდა გვჭირდებოდეს ელექტროენერგია (და მგონია რომ გადაჭარბებულად წარმოადგენენ მის საჭიროებას) არ ნიშნავს რომ ბუნება, მდინარეები და ტყეები არ გვჭირდება. ამიტომ საჭიროა შეფასება, აწონვა, ასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა – ეს კი არ ხდება” მიუთითებს თვითონვე იქვე კომენტარებში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share