„ოცხანა – ხიდისთავი“
„ოცხანა“ – ახლანდელი ხიდისთავი – ადგილი ჩოხტაურის რაიონში. ოცხანას აქვს ბაზარი, რომლითაც სარგებლობს მის ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა, ხოლო კვირაობით ხალხი ჩამოდის ისეთი მოშორებით მდებარე ადგილებიდან, როგორიცაა აკეთი, აცანა, ხევი, ნაბეღლავი, ასკანა და ა.შ. ისინი ყიდიან თავისი მეურნობის პროდუქტებს და ყიდულობენ მათთვის საჭიროს საქონელს. ამიტომ გურიაში „ოცხანას“ ანუ თანამედროვე ხიდისთავს უწოდებენ ქალაქს. მიუხედავად იმისა, რომ ამ დასახლებას ოფიციალურად ასეთი წოდება არ გააჩნია. მაგრამ არსებობს ინფომაცია, რომ ასი წლის წინ ამ ადგილს უკვე ქალაქად მოიხსენიებდნენ იქ არსებული ბაზრის გამო.
ოცხანის ბაზარი მდებარეობს მდინარე გუბაზეულის მარცხენა ნაპირზე, მდინარეზე გადებულია ხიდი და აქედან გამომდინარეობს მისი ახლანდელი დასახელება ხიდისთავი, რომელმაც არცთუ ისე დიდი ხნის წინ შეცვალა ძელი დასახელება ოცხანა. ჩემს მახსოვრობაში სოფლის აფთიაქზე გამოკრული იყო აბრა „ოცხანის აფთიაქი“. ოცხანად თანამედროვე ხიდისთავი მოხსენებულია ს. ნ. კაკაბაძის მიერ 1914 წელს გამოქვეყნებულ წიგნში – „აფხაზეთის საკათალიკოს გლეხების დიდი დავთარი“. ასევე არის იგი აღნიშნული გ. ხაჭაპურიძის, ლავრენტიევის და სხვათა მიერ გამოცემულ წიგნებზე თანდართულ რუკებზე, ოცხანის პარალელურად ამ ადგილს დ. ბაქარაძე გურიაში თავისი მოგზაურობისას მოიხსენიებს ხიდისთავადაც და მას ასე ადგილი აღნიშნული აქვს შემდეგი სახით – „ოცხანა ანუ ხიდისთავი“.
ხიდისთავის ჩრდილოეთი ნაწილი – მდინარე გუბაზოეულის მარცხენა ნაპირი ქაცვინარს (Qaϑ vinar-i) ადგილობრივი მოსახლეობა ახლაც ოცხანას უწოდებს. ამის გარდა ჩვენთვის ცნობილია ვაზის ჯიში – „ოცხანური საფერავი“. ოცხანასთან დაკავშირებით მე ვესაუბრე ნ. მარს, რომელმაც პირდაპირ დაუკავშირა ეს დასახელება „ასკანას“. როცა მე ერთმანეთს მივუსადაგე „ოცხანა“ და „ასკანა“ „ოსკინაცი“-ს (Oskinaϑ-i), „ოცეცხე“ (Оϑ eϑ q е) „ოც ხ ანგური“ (Oϑ q an-gur-i) და დასახელების მეორე ელემენტი დავაკავშირე „ბარცხანასთან“ (ადგილი ბათუმის შემოგარენში), ნ. ი. მარმა სრულად დაეთანხმა ამას და დაუმატა „ოცხე“, რომელიც ვახუშტის აზრით განლაგებული იყო თანამედროვე აბასთუმანთან. მე ამას დავუმატე ქართული გვარები „ოცხელი“ და „ჩხენკელი“. „ოცხანის“ მეგრულ წარმომავლობაზე მიუთითა ივანე ჯავახიშვილმაც. მეგრეულ-ლაზური წარმომავლობის სიტყვა – „ოცხანა“-ს ქართული შესატყვისი არის სიტყვა „საცხენე“ ანუ საჯინიბო.“
ი. ვ. მეგრელიძე (მასალა გამოქვეყნებულია 1938 წელს).
ნახატი „ხიდისთავი ზემოდან“ – ანტონ გოგიაშვილი (904 წელი)
ფოტოები – 1905 წელი გაზეთი „ცნობის ფურცელი“
მოამზადა – კახა ჩავლეშვილმა