როგორც ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, შერეული ვაქცინებით აცრა აქტიურად მიმდინარეობს.
„ჯერჯერობით, ამ ეტაპზე ყველა კვლევა საუბრობს, რომ ჩანაცვლება არ არის მიზანშეწონილი, მაგრამ არ ეწინააღმდეგება ადამიანის ჯანმრთელობას. ჯერჯერობით ყველა ვაქცინის მწარმოებელი ამბობს, რომ თუ პირველი ჩემი დოზა გაიკეთე, ეცადე მეორეც ჩემი გაიკეთო. დღეს აქტიურად ხდება სხვადასხვა ვაქცინის ჩანაცვლება. ანგელა მერკელი „ასტრაზენეკათი” აიცრა, მეორე კი „მოდერნა” იყო. სხვადასხვა პრინციპით დამზადებული ვაქცინაა, ასეთები ხდება.
არ მაქვს უფლება დავასახელო, მაგრამ გვაქვს შემთხვევა, როდესაც ადამიანმა თავისი სურვილით გაიკეთა ვაქცინა, მეორე ვაქცინა კი სხვა დასახელების იყო. არის ასეთი შემთხვევა და ჯანმრთელობას არ ავნებს“, – აღნიშნავს გამყრელიძე.