რეჟისორმა რობერტ სტურუამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გარშემო შექმნილ რთულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხალხზე გაბრაზებულია.
-ხალხი უფრო წავიდა დაბლა, მოენატრათ, რომ ციხეები გაიჭედოს 30 ათასი კაცით, აწამონ და გააუპატიურონ მამაკაცები, ცოლები ჩაიწვინონ ლოგინში ამ ბრბომ, გააკეთონ ფული… ახლა უნდათ უკან დაბრუნება.
ვბრაზობ ხალხზე, ხალხი უნდა გაკიცხო, როცა ეშლებათ. ახლა არ გააკეთესს სწორი არჩევანი. ამათ არც ერთ ხმას არ მივცემდი. 26 პროცენტი ამათი გაკეთებულია, დამთვლელ კომისიაში უზით თავიანთი ხალხი…
ჩვენი თავისუფლება დაიწყო არასწორად – საქართველო ქართველებისთვისო. ჩვენ ტრადიციულად გახსნილი ვიყავით ყველასათვის, ყველა ხდებოდა ჩვენი ნაწილი, ზოგჯერ ცუდადაც გვიტრიალდებოდა ეს, მაგრამ ქართველებზე ბოროტი ხალხი არ არიან, ქართველებზე მეტად მოღალატეები არ ყოფილან უცხოელები, ქართველს ყველაზე მეტად ქართველი ღალატობდა…
რაც ხდება საქართველოში, ჩემს სამშობლოში, იწვევს სირცხვილის გრძნობას… თბილისის ყოფილი მერი ღრიალებდა… ასეთ მსახიობებს ვერ ვიტან, მათ ქუჩის მსახიობებს ვეძახი, არც ემოცია აქვს, ღრიალებს… სააკაშვილს მდგომარეობა წლების მანძილზე უფრო გაურთულდება და დასაბმელი გახდება.