იაკობ გოგებაშვილი დედაენის პირვანდელ ვერსიაში, საკმაოდ დიდი მასალა ეთმობოდა იესო ქრისტეს, მის დაბადებას, ცხოვრებას, მის სიძულვილთან, ბოროტებასთან, სიბნელესთან ბრძოლის რთულ გზას, რამაც მაცხოვარი ჯვარცმამდე მიიყვანა. მაგრამ საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელმა იაკობ გოგებაშვილმა ძვირფასი დედაენიდან ქრისტეს შესახებ საყმაწვილო ენაზე მოთხრობილი იგავი ამოიღო. რატომ? – ერთმა ინგილო ბიჭმა იაკობს სთხოვა – მე მუსლიმი ქართველი ვარ და დედა მიკრძალავს დედაენის კითხვას, ალახს ეწყინება, გაგიჯავრდებაო. იაკობ გოგებაშვილმა სწორედ ამიტომ ამოიღო ქართული ენის სახელმძღვანელოდან მასალა იესო ქრისტეს შესახებ. რადგან საინგილოს, ფერეიდნის და აჭარის ქართველ ბავშვებსაც ესწავლად დედაენა! ასევეა საკანონმდებლო ორგანო ეკუთვნის ყველა რჯულის ქართველს, იუდეველს, მუსლიმსა თუ იეზიდს – ამიტომ იქ რელიგიური სიმბოლიკის აღმართვა არ არის ქართული გზა. რატომ მოვყევი ახალა ეს ამბავი, რა მინდა ამით ვთქვა? – განა აგრესიული ქართველებისგან წყევლა-გინება-კრულვა მაკლია? განა ჩემი შვილები, ოჯახი არ ნერვიულობს, რომ ვინმე ბოგანომ ქვა არ მესროლოს, განა მოძალადე დაჯგუფებებს ზურგს არ უმაგრებს ხელისუფლება, განა ჟურნალისტების ცემა ამ შავი სცენარის შემადგენელი ნაწილი არ იყო… კი – მაგრამ არცერთ სახელმწიფო მანქანას, კრიმინალურ სამყაროს, ამას იმას თუ კიდევ იმას – არასდროს შევუშინდები! არასდროს გავცვლი საქართველოს ნათელ მომავალს სიბნელეზე. ყველ ბრძოლაში მოვუგებთ და მე მარტო არ ვარა – ფანატიზმს, რუსულ ნარატივს და მშიშარა ჰომოფობ პრორუს მთავრობას. მე შემიძლია თქვენთან ერთად ცხოვრება, თქვენს მეზობლად, თქვეს ქუჩაზე, თქვენს ქალაქში. მე შემიძლია სალამი გითხრათ, გაგიღიმოთ, ბედნიერი დღე გისურვოთ, მე შემიძლია გადაგეფაროთ, როდესაც ვინმე ჩაქოლვით დაგემუქრებათ. მე ვერასდროს მივიღებ თქვენს აზრს, მუდამ ძალადობრივი და ჰომოფობიური იქნება ჩემთვის თქვენი შეხედულებები, მაგრამ ამის გამო არასდროს მოგაყენებთ შეურაცხყოფას, არასდროს მოგიქსევთ ვინმე ცოფიანს! ვიცი თუ საქართველოს სიყვარულში ერთმანეთს შევეჯიბრებით, ჩემი და თვენი სიყვარული სასწორის პინას გაათანაბრეს!