აჭარაში, კლინიკა „ბიემსში“ „კოვიდ-19“-ით 34 წლის ქალი გარდაიცვალა.
გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ.
„34 წლის ქალი კლინიკა „ბიემსიში“ შევიდა 8 აპრილს, კოვიდდადასტურებული. ანამნეზში აღენიშნებოდა – ეპილეფსია, გადატანილი მენინგიტი, თირკმლის უკმარისობა, პნევმონია. პაციენტს მკურნალობა უტარდებოდა რეანიმაციის განყოფილებაში, სადაც განუვითარდა თავის ტვინის ინფარქტი, ქვემო კიდურების ღრმა სისხლძარღვების ფლებიტი და თრომბოფლებიტი. მიუხადავად ჩატარებული ადეკვატური მკურნალობისა, თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ონფორმაციაში.
დღეს ასევე კორონავირუსით გარდაცვალების ორი ფაქტი დაფიქსირდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
1 tv