ზემოთ გთავაზობთ, სტუდია ანტიბიოტიკის გადაცემა “რა, სად” სრული ვერსიის ბმულს;
“თეატრის მიერ გავრცელებული ეს განცხადება, ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც, “ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ხელმძღვანელის, ვასილ ჩიგოგიძის, ოზურგეთის მერის, პაატა კუნჭულიასადმი, “დიპლომატიური კბენად” და თავისთავად მომხდარი ბევრ რამეზე მიგვანიშნებს”
ეს განცხადება, სტუდია “ანტიბიოტიკის”, ნახევრად ინტელექტუალური თამაშის “რა, სად” წამყვანმა, ოთარ რევიშვილმა, ამავე გადაცემის, ეთერში გააკეთა:
“ფაქტიურად, ბატონმა ვასომ, აღშფოთებულმა მერის “წუწურაქობით”. რომელმაც საახალწლო დღეებში, საჩუქრის სახით, 130 კაციან კოლექტივში, “ოდენ” ერთი კალათი გააგზავნა, ამ განცხადებით, მას დასცინა”
თქვა რევიშვილმა.
გთავაზობთ თეატრის მიერ გავრცელებულ გაბცხადებას სრულად.
“ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი გულწრფელ მადლობას უხდის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ პაატა კუნჭულიას, საშობაო და საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით გადმოცემული სასაჩუქრე კალათისთვის.
აღნიშნული ყურადღება და მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი თეატრის კოლექტივისთვის და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის კეთილგანწყობას კულტურისა და ხელოვნების მიმართ. ეს ჟესტი წარმოადგენს არა მხოლოდ სადღესასწაულო მისალოცს, არამედ კულტურული ინსტიტუციებისადმი პატივისცემისა და თანადგომის ნათელ გამოხატულებას.
გისურვებთ წარმატებებს!”
ნათქვამია, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის მიერ – საკუთარ ფეისბუკ გვერდზე – გავრცელებულ განცხადებაში.









