გამყრელიძე: გადავედით წითელ ზონაში, ეს არის განგაშის ერთერთი მთავარი მოცემულობა

ყველა ინდიკატორი გაუარესებულია. ჩვენ ახლა ვართ იმ მდგომარეობაში, როგორც ვიყავით მესამე ტალღის პიკზე, სადღაც 17 მაისს. დღევანდელი ეპიდსიტუაცია გახლავთ მსგავსი, რაც გვქონდა ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში, როცა ნოემბრის ბოლოსკენ მივდიოდით პიკისკენ. ყველა ინდიკატორით, გადავედით წითელ ზონაში, აქამდე ვიყავით ნარინჯისფერში. ეს არის განგაშის ერთერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიება უნდა იქნას მიღებული

განაცხადა ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share