ახალი ელექტრონული სისტემის მეშვეობით შემოსავლების სამსახურს შეუძლია 24-საათიან რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია მალფუჭებადი ტვირთების შესახებ და უზრუნველყოს მათი შეუფერხებელი გადაადგილება – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, შემოსავლების სამსახურის მიერ შექმნილი ახალი ელექტრონული მართვის სისტემა უკვე წარმატებით ფუნქციონირებს.
“დაინტერესებული კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის საშუალებით – “ერთი ფანჯრის პრინციპით“ სწრაფად და მარტივად ისარგებლონ ყველა სახის საბაჟო პროცედურით, მიიღონ წარმოშობის სერტიფიკატი ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე.
ახალი პროგრამის მეშვეობით პატრულ ინსპექტორები შეძლებენ 24-საათიან რეჟიმში მიიღონ ინფორმაცია მალფუჭებადი ტვირთების შესახებ და უზრუნველყონ მათი შეუფერხებელი გადაადგილება.
აქტიური სეზონის გათვალისწინებით, ხილის ექსპორტზე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემულია – 1 200 მეტი წარმოშობის სერტიფიკატი”-ნათქვამია განცახდებაში.
https://bm.ge/