“2008 წელს საქართველოს არ დაურღვევია არც ერთი სხვა სახელმწიფოს საზღვარი”

“2008 წელს საქართველოს არ დაურღვევია არც ერთი სხვა სახელმწიფოს საზღვარი, შესაბამისად, ომს ვერ დაიწყებდა – სხვაგვარი ინტერპრეტირება ან ღალატია ან ნძრევა” –  პოლიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე:

“2008 წლის აგვისტოში საქართველოს არ დაურღვევია არც ერთი სხვა სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარი

შესაბამისად საქართველო ომს ვერ დაიწყებდა by definition
საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ ‘სამშვიდობო’ ხელშეკრულების დარღვევაზე, რაც შეიძლება განხილული იქნას როგორც ‘ომის’ დაწყება

7 აგვისტომდე ქართული სოფლები იბომბებოდა ისეთი სამხედრო შეიარაღებით, რომელიც აკრძალული იყო ‘კონფლიქტის ზონაში’ და ის იქ შეეძლო შეეტანა და გამოეყენებინა მხოლოდ რუსულ სამხედრო შენაერთებს

ეს დადასტურებულია ეუთოს დამკვირვებლების მიერ

7 აგვისტომდე რუსეთის ‘სამშვიდობოების’ უფროსმა, კულახმეტოვმა, ეუთოს დამკვირვებლებს ამ დაბომბვების თაობაზე განუცხადა რომ ის ვერ აკონტროლებდა სიტუაციას და, შესაბამისად, ვერ შეაჩერებდა დაბომბვას

ესეც დადასტურებულია ეუთოს დამკვირვებლების მიერ

ეს ყველაფერი ასევე წერია ტალიავინის დასკვნაშიც

ანუ, ‘სამშვიდობო’ ხელშეკრულების დარღვევაც, თან არაერთხელ, მოხდა რუსეთის მხრიდან, და თუ ამას განიხილავს ვინმე ომის დაწყებად – ომი ამ თვალსაზრისითაც რუსეთმა დაიწყო

ნებისმიერი სხვაგვარი ინტერპრეტირება მაშინდელი რეალობის არის ან ღალატი ან ნძრევა”

აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share