საბერძნეთში 2 პირი დააკავეს, რომელთაც ტყის ხანძრის შეგნებულად გაჩენა ბრალდებათ

ირკვევა, რომ ერთ-ერთი დაკავებული ავღანელი ქალია, რომელსაც ჩანთაში ბენზინით სავსე ბოთლები და ასანთი უპოვეს.

საბერძნეთში ხანძარს უკვე მეორე კვირაა ებრძვიან. სალიკვიდაციო სამუშაოებს ძლიერი სიცხე და ქარი ართულებს. დაღუპულია 2 ადამიანი, მათ შორის ერთი მოხალისე მეხანძრე, ორი მეხანძრე კი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ევაკუირებულია ათასობით ტურისტი და ადგილობრივი მცხოვრები. ყველაზე რთული მდგომარეობა ათენის მახლობლად მდებარე კუნძულ ევიაზეა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share