“არჩევნების წინ ხომ აქტიურდება ყველა, ვისაც ხელისუფლებაში ყოფნა უნდა?! – ხოდა, ახლაც დაიძარით…” – მაკა ჩიჩუას მიმართვა

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა “ფეისბუქის” პირად გვერდზე ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს და პოლიტიკოსებს მოუწოდებს, ხალხი დაარწმუნონ, რომ აიცრან.

“არჩევნების წინ ხომ აქტიურდება ყველა, ვისაც ხელისუფლებაში ყოფნა უნდა… ხომ დადიან რაიონ-რეგიონ სოფელ-სოფელ და აგიტაციას ეწევიან, ძალიან კარგები ვართ და ვიზრუნებთ თქვენზეო.., ხოდა, ახლაც დაიძარით და დაარწმუნეთ ხალხი რომ აიცრან… რომ მოვიშოროთ ეს უბედურება და დავამარცხოთ, ეს მკვლელი ვირუსი… რომ მართლა იხოცება ხალხი განურჩევლად ასაკისა და სარწმუნოებისა! რომ უამრავმა ადამიანმა დაკარგა მშვიდი ძილი… რომ ექიმები ვეღარც მორალურად და ვერც ფიზიკურად ვეღარ უძლებენ ამდენ პაციენტს… რომ ჩვენს შვილებს და პატარებს აქვთ დიდი საშიშროება!!!“– წერს მაკა ჩიჩუა სოციალურ ქსელში.

mix.metronome.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share