გიორგი სირაძე – როცა სამოქალაქო გმირობამდე ერთი ნაბიჯია – მასიური ტერორი ჯერ არ დარეგისტრირებულ კანდიდატებზე

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ორგანიზაციებს მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატები ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენიათ, იმ ადამიანებზე, რომლებზეც გავრცელდა ხმები, რომ ამა თუ იმ  უბანში, ამ თუ იმ პოლიტიკური ორგანიზაციიდან შესაძლოა კანდიდატებად დარეგისტრირდნენ, ხელისუფლებისა და მისი გავლენიანი მოხელეებისა თუ მხარდამჭერების მხრიდან არნახული ზეწოლა და მუქარა ხორციელდება.

ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი  ქალაქ ოზურგეთის ზვანის მაჟორიტარული ოლქია, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, გახარიას პარტიიდან , ადგილობრივი გიორგი სირაძე იყრის.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანს პოლიტიკოსობაზე პრეტენზია არასდროს არ ქონია, დარეგისტრირებამდე ის ამ ოლქში გამარჯვებასთან ყველაზე ახლოს მდგომი კანდიდატი გახდა.

ჰოდა „ქართული ოცნება“ რის „ოცნებაა“ ასეთი ადამიანები „ბრძოლის ველიდან“ თუ არ „დაიფრინა“.

მიუხედავად იმისა, რომ თავად სირაძე მედიასთან საუბარს გაურბის, ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ მასზე ერთბაშად სამი ოთხი მიმართულებიდან მიმდინარეობს შეტევა.

ეს იქნება ხელისუფლება, მმართველი პარტია, მასთან ასოცირებული მხარდამჭერები და ამ მხარდამჭერებთან ასოცირებული „ზონდერები“.

ამ მხრივ, როგორც „გურიის მოამბესათვის“ ხდება ცნობილი, ყველაზე მეტად ერთ დროს გურიის „რუხ კარდინალად“ წოდებული და დღეისათვის „ჩამოლაბორანტებული“ ილა კეჭაყმაძე ლიდერობს, რომელმაც პოტენციურ კანდიდატზე რამდენიმე „ზონდერ შეტევა“ უკვე განახორციელა.

სხვათაშორის ილა კეჭაყმაძე, გახარიას პარტიის ადგილობრივ ლიდერთან, გია ცეცხლაძესთან ყველაზე დაახლოებული პირი იყო, თუმცა, ამ უკანასკნელმა გახარიას პარტიის წინააღმდეგ ბრძოლა „ქართულ ოცნებასთან“ დადებული გარიგების სანაცვლოდ დაიწყო.

როგორც ჩვენ ადრე ვიუწყებოდით, ოზურგეთის ერთ ერთ ოლქში კენჭს დამოუკიდებელ დეპუტატობის კანდიდატად გელა კობალაძე იყრის, ისიც გახარიას პარტიასთან დაახლოებული პირია, „ქართული ოცნების“ მითითებით ადგილობრიც „სუსში“ დაიბარეს ილა კეჭაყმაძე და უბრძანეს, რომ ის, როგორც საკრებულოს კანდიდატი, გელა კობალაძეს უნდა დაპირისპირებოდა, რომ საკითხი გადაწყვეტილი იყო და განხილვას არ ექვემდებარებოდა.

კეჭაყმაძეს, ეს რამდენიმე მიზეზის გამო არ აწყობდა, არა იმიტომ რომ კობალაძე მისი მეგობარია და ამას ვერ იზამდა, არამედ იმიტომ, რომ მას ყოველთვის თავი მოაქვს როგორც რეგიონისა და რაიონის ლიდერი და ამ „სტატუსის“ შეცვლით ანუ საკრებულოს კანდიდატად დასახელებით, ოზურგეთისათვის უკვე ოფიციალურად ცხადი გახდებოდა მისი „ჩამოლაბორანტობის“ ამბავი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბატონ ილას „საღებავი“ ერთხელ და სამუდამოდ „ჩამოძვრებოდა.

მოკლედ „ხათაბალის“ თავიდან ასაცილებლად კეჭაყმაძემ სუსს  და პარალელურად არჩილ თალაკვაძეს პირობა მისცა, რომ მისი მეგობრის, გია ცეცხლაძის პარტიას შიგნიდან ისე დაშლიდა, არანაირ პრობლემას „ოცნებისათვის“ ადგილობრივ არჩევნებში გახარიას მომხრეები არ შეუქმნიდნენ.

რაზეც მხარეები შეტანხმდნენ და კობალაძესთან „საომრად“ „ოცნების“ პროპორციულ სიაში არხეინად მოკალათებული, ნინო ტანატაძე „აფრინეს“.

ყველაზე სავალალო კი ისაა, რომ ქვეყანაც, რეგიონიც, რაიონიც, ანუ საზოგადოება ვდგავართ, ვწევართ თუ ვზივართ და ვჭორაობთ- გაუძლებს თუ არა „ჟორიკა“ ზეწოლებს და არავის იმის სურვილი და ერთი ადგილი არა აქვს – ადგეს და იყვიროს , თქვას, განგაშის ზარები შემოკრას, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც დღისით, მზისით – მიმდინარეობს ტერორი განსხვავებულ აზრზსა თუ ქმედებაზე და სახელისუფლებო სადამსჯელო მანქანა „თქლაფავს“ ყველას და ყველაფერს, ვინც მასთან არ არის, ვინც მასთან არ დგას.

ვერავის ვერცერთ დროში ვერ მოთხოვ გმირობას, ეს ინდივიდუალური აქტია, გმირებს გარემოებები და მოვლენები ქმნიან, წარმოუდგენელია განსაზღვრო წინასწარ ვინ ან სად შეიძლება იყოს ის – თუმცა – ფაქტია, რომ გიორგი სირაძეს სამოქალაქო გმირობამდე ერთი ნაბიჯი აშორებს, გაუძლებს ის? მეტი შანსი ექნება საზოგადოებასაც რომ გაუძლოს ამ – ერთი შეხედვითაც გამოუვალ მდგომარეობას და გაარღვიოს მოჯადოებული წრე.

ვერ გაუძლებს და დავრჩებით იგივე „ქაქში“ – რაშიც დღეს ვიმყოფებით.

აი, ეს არის ამბავი – როცა სამოქალაქო გმირობამდე ერთი ნაბიჯია!

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share