“და ვიღაცას ჰგონია, რომ ესენი რამეს გამკეთებლები არიან”? – რამ გაახსენა 1900-იანი წლები ირაკლი მახარაძეს?

ცხრაასიანი წლების დასაწყისში მეფის რუსეთის მთავრობამ გურიაში ბევრი სკოლა და თითქმის ყველა ბიბლიოთეკა-სამკითხველო, როგორც ,,საშიშარი ბუდე რევოლუციისა”. დახურა იმ საბაბით, რომ: ,,გურულები წიგნის კითხვამ გადარიაო.” რაზეც გურულებმა გამოთქვეს აზრი, რომ რუსეთის განათლების მინისტრი კი არ ანათებს, პირიქით აბნელებსო…” აი ჩვენი ძვირფასი, განათლებული, მრავლისმცოდნე, ჭკუაგახსნილი, ერუდირებული, ქვეყენაზე შეყვარებული და რაც მთავარია დამოუკიდებელი პრემიერი და მისი მთავრობა ზუსტად ასევე იქცევა. და ვიღაცას ჰგონია რომ ესენი რაიმეს გამკეთებლები არიან? თუ გგონიათ ვაი თქვენს პატრონს!-ასე ეხმაურება კინორეჟისორი, მწერალი ირაკლი მახარაძე დღეს დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებსა და მომხდარ ძალადობის ფაქტებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share