გაერო-ს გენერალური მდივანი ქვეყნებს ავღანელი ლტოლვილების მიღებისკენ მოუწოდებს

„ვინაიდან მსოფლიო გულდამძიმებული ადევნებს თვალს ავღანეთში მიმდინარე მოვლენებს, მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, გამოხატოს მზადყოფნა ავღანელი ლტოლვილების მისაღებად და თავი შეიკავოს დეპორტაციისგან. ავღანელები ჩვენს სრულ მხარდაჭერას იმსახურებენ. ახლა სოლიდარობის დროა.

ჩვენ არ შეგვიძლია და არ უნდა მივატოვოთ ავღანელი ხალხი. დროა, საერთაშორისო თანამეგობრობა ერთად იდგეს, იმუშაოს და იმოქმედოს. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ერთი ხმით, რათა დავიცვათ ადამიანის უფლებები. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ავღანეთი აღარასოდეს იქნება გამოყენებული ტერორისტების უსაფრთხო თავშესაფრად,“- აცხადებს ანტონიო გუტერეში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share