ინფორმაციას CNN თეთრი სახლის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ბაიდენმა ასევე თქვა, რომ განკარგულება შეეხებათ კონტრაქტორ კომპანიებსაც, რომლებიც ფედერალურ მთავრობასთან თანამშრომლობენ.
მოთხოვნის ძალაში შესვლის შემდეგ, ფედერალურ თანამშრომლებს არ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ვაქცინაციის ნაცვლად კორონავირუსის ტესტი რეგულარულად წარადგინონ.
CNN წერს, რომ ფედერალურ თანამშრომლებს აცრისთვის 75 დღე ექნებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შესაძლოა გათავისუფლების რისკის ქვეშ დადგნენ.