გაბუნია ბანერებზე: ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და არა გადაფარვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში ვაქცინასიის კამპანია კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს და ეს არ უნდა გადაფაროს არც პოლიტიკურმა თემამ და არც ეკონომიკურმა. ამის შესახებ გაბუნიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და არა გადაფარვა ნებისმიერი სხვა ალტერნატიული თემით, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ეს. გნევაბთ სოციალურ, გნებავთ ეკონომიკური, გნებავთ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინაციის კამპანიის გაძლიერებას ემხრობა”,- ამბობს გაბუნია.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ქალაქში არსებული ვაქცინაციის ბანერები ჩამოხსნეს და მათ ნაცვლად საარჩევნო კამპანიის ბანერები გააკრეს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share