“გირჩის” “პორშე” გათამაშებულია – პარტიამ საპარლამენტო არჩევნებზე გაცემული პირობა შეასრულა.
“გირჩის” გათამაშების გამარჯვებული ჯუბა გრიგოლია გახდა, რომელმაც გათამაშების ყველა პირობა შეასრულა – სოციალურ ქსელში საჯაროდ ატვირთული ჰქონდა ფოტო, რომელიც მის არჩევნებზე მისვლას ადასტურებდა. ამასთან, “გირჩის” ლიდერების სატელეფონო ზარსაც უპასუხა.
იქამდე, ამ პირობების შეუსრულებლობის გამო, 4-მა მოქალაქემ “პორშეს” მოგების შანსი ხელიდან გაუშვა.
პარტია ძვირადღირებულ ავტომობილს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც ათამაშებს.
გათამაშებაში 3 ათას 800- მდე მოქალაქე მონაწილეობდა.