რუსთავის ციხეში, სადაც მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, სპეცრაზმი შეიყვანეს (ვიდეო)

“პირველების” გადამღებმა ჯგუფმა შსს-ს კუთვნილი ორი ავტობუსი დააფიქსირა, რომლითაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები შეიყვანეს ციხის ეზოში.

სასჯელაღსრულების დაწესებულების ეზოში რამდენიმე დღეა დგას შს სამინისტროს კუთვნილი წყლის ჭავლისა და სახანძრო მანქანა.

მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად რუსთავის ციხესთან დღეს, 15:00 საათზე სოლიდარობის აქცია გაიმართება.

საქართველოს რეგიონებიდან დედაქალაქისკენ ავტოკოლონები უკვე დაიძრა. რუსთავში ჩავლენ თბილისიდანაც. საპროტესტო აქციას ემიგრანტებიც უერთდდებიან.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share