“ეს მათი ერთ-ერთი მეთოდია, შედეგად კი ამ ბოროტებას ვიღებთ…თითოეული ხმისთვის არის საჭირო ბრძოლა” – მიშველაძე

თბილისში დროამ აიღო 10243 ხმა. გადასალახად საჭიროა 12312 ხმა. ერთ უბანზე აღმოჩნდა, რომ 1 გვეწერა და 18 აგვიღია. ანუ ამ მონაცემებით თითო უბანზე 2.6 ხმა გვაკლია.

წარმოიდგინეთ რა ადვილია თითო უბანზე ორი ბიულეტენის მოტეხვა. დროამ რომ გადალახოს, და კიდევ ერთი ადგილი დაამატო საკრებულო ოპოზიციის არის.

ჩვენ ყველა ხმისთვის ვაგრძელებთ ბრძოლას, უამრავი საჩივარი შეგვაქვს და თქვენც გაგაცნობთ ყველაფერს,  – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა.

აღნიშნულს ჟურნალისტი ეკა მიშველაძე გამოეხმაურა:

“აი, ასე იმარჯვებს ქართული ოცნება. ეს მათი ერთ-ერთი მეთოდია გაყალბების, შედეგად კი ისევ ამ ბოროტებას ვიღებთ ყოველ არჩევნებზე! თითოეული ხმისთვის არის საჭირო ბრძოლა და ეს მარტო ერთი პარტიის საქმე არ არის, მთელი ოპოზიცია, ყველა ერთად უნდა იცავდეს ერთმანეთის ხმებს! სხვა შანსი არაა,” – წერს მიშველაძე “ფეისბუქზე”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: