უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება საქართველოს დაკავებულ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აკეთებს კომენტარს.
კულებას თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილთან მუდმივ კონტაქტს და ამბობს, რომ მასთან რამდენჯერმე საუბარიც შეძლეს.
“ჩვენ მხარს ვუჭერთ მიხეილ სააკაშვილთან მუდმივ კონტაქტს, ადვოკატებს მასთან წვდომა აქვთ, კონსულს მასთან დაუბრკოლებელი წვდომა აქვს. უკვე შედგა მასთან რამდენიმე საუბარი, რომლებშიც ცხადად გავიგეთ მისი და მისი ადვოკატების პოზიცია”, – თქვა კულებამ.
ასევე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაამატა, რომ ისინი სააკაშვილის საქმის იურიდიულ მხარეს სწავლობენ და მიდგომას არჩევენ.
“კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს საზღვრებს გარეთ გაჭირვებაში არ ვტოვებთ. ამიტომაც, შეგატყობინებთ, როდესაც მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ რა გზით გავაგრძელებთ სვალს და ეს შეიძლება მხოლოდ ექსტრადაცია არ იყოს”, – თქვა დმიტრო კულებამ.