ბათუმში, რურუას ქუჩაზე, 5-სართულიანი სახლის პირველ სართულზე კედელი ჩამოიშალა. 72 ოჯახი გარეთაა გამოსული. ისინი ამბობენ, რომ სახლებში დარჩენის ეშინიათ, რადგან სახლი ავარიულია.
ადგილობრივებმა არაერთხელ მიმართეს მერიას დახმარებისთვის, კორპუსი გაამაგრეს, თუმცა სახლი მაინც ავარიულია. ამ დრომდე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ადგილზე არ მისულან. კორპუსში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.