78 ხმით ერთის წინააღმდეგ – პარლამენტმა პირველი მოსმენით ონლაინკაზინოების აკრძალვის კანონი მიიღო.
აზარტული თამაშების ეტაპობრივად შეზღუდვისა და საბოლოოდ მისი აკრძალვის ინიციატივა პრემიერ ღარიბაშვილს ეკუთვნის.
კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. მედიამენეჯერები აცხადებენ, რომ საქართველოში აზარტული თამაშების გაუქმება დაარტყამს სარეკლამო ბაზარს, რაც დამოუკიდებელი მედიის შემოსავლის მნიშვნელოვან შემცირებასა და საბოლოო ჯამში მის გაჩერებას გამოიწვევს.