კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საკუთარ თავზე, დაკავებულ თანამდებობასა და პრემიერის მიმართ პატივისცემასა და მორჩლებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგში არ დგას:
“ქუჩაში რომ ყვირიან, იმ ადამიანებისგან განსხვავებით, მე ვარ ძალიან მორჩილი ადამიანი. მორჩილებაში ვგულისხმობ იერარქიისადმი მორჩილებას, გარდა იმისა, რომ ვარ, ასე ვთქვათ, ჩინოვნიკი და კარგი ჩინოვნიკი. სხვათა შორის, მოსკოვში ერთხელ ვარ ნამყოფი, 6 წლის ასაკში და სინამდვილეში, საფრანგეთში დავამთავრე სახელმწიფო მართვის უმაღლესი სკოლა. იქ ასწავლიან, რას ნიშნავს ხელმძღვანელი და უფროსი. მე მყავს პრემიერი, რომელიც ჩემთვის ძალიან დიდი ავტორიტეტია და მეამაყება, რომ ის ამ მყვირალა ადამიანებს არ უყვართ. ეს არის ადამიანი, რომელიც ჩემი და სხვა თანამებრძოლების მონაწილეობით აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ეს უბედურება უკან არ დაბრუნდეს – ჟორიკ რურუები და სხვა, კიდევ საბჭოთა მენტალიტეტის მქონე ბომბონიერში გამოზრდილი ვითომ მეცნიერები.
ამიტომ, რაც იქნება პრემიერის გადაწყვეტილება, ის იქნება, მაგრამ მინდა, მათ იმედი გავუცრუო, რომ ჩემი გათავისუფლების საკითხი ამ წუთში განხილვაში არ დგას” – აღნიშნა წულუკიანმა.