“მთავარი არხის” ინფორმაციით, უკრაინის შემდეგ რუსეთი მთავარ ფოკუსს ისევ საქართველოზე გადმოიტანს – კრემლმა შესაძლოა ე.წ. საოკუპაციო ხაზი ისე გადმოწიოს და ბლოკპოსტები ისე განალაგოს, რომ ოკუპირებულ ნაწილში ანაკლია მოხვდეს.
ზღვისპირა სანაპირო ზოლი განმუხურსა და ანაკლიაში, საიდანაც აფხაზეთი ერთი ხელის გაწვდენაზეა – ოკუპანტი სახელმწიფოს განსაკუთრებულ ინტერესია.
“რასაკვირველია სარეზერვო გეგმები რუსეთის ფედერაციაში არსებობს და ახლა ცხადად გამოჩნდა, რომ ანაკლიის პროექტის ჩაშლა ამ ხელისუფლებასთან გახლდათ სწორედ რუსეთის სახელმწიფოს პირდაპირი შეკვეთა. საქართველოს ენერგოუსაფრთხოება და საერთოდ, სახელმწიფოებრიობა უკვე შეუქცევდი დაკარგვის წინაშე დადგება”, – თქვა წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ.
“ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერიას განცხადებით, დღეს დაპირისპირების ფრონტი უკრაინაა, საიდანაც საქართველო დისტანცირებას ცდილობს, არ მუშაობას დასავლეთში საკუთარი პოზიციების დაცვაზე, ქვეყნის შიგნით კი პრო-პუტინისტურ ძალებს აძლიერებს. მისი თქმით, ეს სიტუაცია მტერს ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმას უადვილებს