რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებაში ნაციონალური მოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძე იმყოფებოდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
ხერხეულიძის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე გაუარესდება, თუ მასთან როგორც კონსილიუმის ექიმებს, ასევე მის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს არ შეუშვებენ – თუ ჩივილებს არ ექნება მოგვარების გზები მოძიებული, ის ჩივილები ჩივილებად დარჩება და მდგომარეობა გაუარესდება, ეს არის საგანგაშო – ამბობს ხერხეულიძე
ხერხეულიძის განცხადებით, ხვალინდელ სასამართლო პროცესს, რომელიც ე.წ. პიჯაკების საქმეზეა, მიხეილ სააკაშვილი დაესწრება და განცხადებასაც გააკეთებს – ხვალინდელი დღე არის მნიშვნელოვანი იმითი, რომ მიხეილ სააკაშვილი აპირებს განცხადების გაკეთებას და ამას შეეხებოდა ჩვენი შეხვედრა – განაცხადა ხერხეულიძემ.