ლანჩხუთის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან ” კახა ასკურავა მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს ეხმაურება და წერს:
“ანზორ ჩუბინიძე , სასამართლოზე მოწმის სახით გამოცხადდა როგორც იქნა -” პიჯაკების საქმეზე”.მოსართლეს განუცხადა,რომ მე აქ ახლა, შეკითხვებზე პასუხების გაცემა დავიწყო, შესაძლოა ჩემს მიმართაც დაიწყოს გამოძიებაო და სიმართლე რომ ვთქვა, იმ პერიოდზე,როცა მ.სააკაშვილი ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში პრეზიდენტი იყო, მის მიერ გახარჯული თანხების მიზნობრივობასთან დაკავშირებითო,გამოვა არაფერი დანაშაული არ ჩაუდენია არც მ.სააკაშვილს და არც თემურ ჯანაშიას,რადგან ახლაც იგივეს ვშვებითო,პროკურატურას მთელი ეს ფარსი თავზე ჩამოეშლება და მე ჩემი უფროსი დედას მიტირებსო. მოსამართლე კოჭლამაზიშვილმაც მეც იგივე დღეში ვარ, შენი აქ ალაპარაკება არაფერში არც მე მაწყობსო და გაათავისუფლა. ახლა ადგება მოსამართლე კოჭლამაზაშვილი, ამ საქმესთან მიმართებაში ორივე ბრალდებულს გაამტყუნებს და მერე იცხოვრებს მაშვიდად და ბედნიერად?! ანზორ ჩუბინიძეზე არაფერს ვამბობ,იგი დღეს როგორც ადამიანი და როგორც ჩინოვნიკი უბრალოდ დასამარდა.” – წერს ასკურავა.