“თუ მკითხავთ, რა პრობლემებია, მე მოგიყვებით, რადგან ზოგიერთ პოლიტიკოსზე მეტად, რომლებიც მხოლოდ ტელევიზიებში საუბრობენ და მანქანებს გვერდიდან აწვებიან, როდესაც მოქალაქეებს სჭირდებათ, ჩვენ გვაქვს უშუალო კომუნიკაცია იმ ოჯახებთან, ვინც სიღარიბესთან დგას პირისპირ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ხალხთან და ძალიან კარგად ვიცით, რა პრობლემებია: უმუშევრობა, პანდემიის პერიოდში ეკონომიკური რეცესიით გამოწვეული პრობლემები, სიღარიბე.
როდესაც ოპოზიციის მართული ტელევიზიები, თუ პირიქით, ტელევიზიების მართული ოპოზიცია ლაპარაკობს სააკაშვილზე, ჩვენ ვამბობთ, რომ პირველი საკითხი არ არის დღეს სააკაშვილი ამ ქვეყანაში, პირველი საკითხია ეკონომიკის აღდგენა, სამუშაო ადგილების შექმნა” – ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე რუსთავი 2-ის ეთერში.