ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი იწყება. დღევანდელი პროცესი ე.წ. პიჯაკების საქმეს შეეხება.
სხდომას მესამე პრეზიდენტი ესწრება.
ადვოკატ, ბექა ბასილაიას განცხადებით, დღეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი უნდა დაეკითხათ, თუმცა მან თქვა, რომ პროცესზე ვერ გამოცხადდებოდა. ადვოკატები პროცესზე “ქართული ოცნების” თავმჯდომრის, ირაკლი კობახიძის განცხადების მტკიცებულებად დართვას მოითხოვენ.
“სამედიცინო ტრანსფერი კიევში არის უკრაინის თემის მნიშვნელოვანი ნაწილი იმიტომ, რომ სააკაშვილი მოთხოვნილია პირველ რიგში, როგორც უკრაინის მაღალი თანამდებობის პირი. საქართველოს არ აქვს ის შეგნება და შეგრძნება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ იყოს ციხეში, სამაგიეროდ, უკრაინა სახელმწიფოა ყველა განზომილებით, განსხვავებით საქართველოსგან, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს იქ, ასეთია, უკრაინის სახელმწიფოს პოზიციაც”, – თქვა ნიკა გვარამიამ.
გვარამიას განცხადებით, უკრაინას მიხეილ სააკაშვილი სჭირდება, რადგან მას მსგავსი კრიზისების მართვის კარგი გამოცდილება აქვს.