რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო “ტვ პირველთან” საუბრისას აცხადებს, რომ თუ საქართველო შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, მაშინ უკრაინი ელჩს დააბრუნებენ.
“პრეზიდენტმა გააკეთა განმართება თუ რა შემთხვევაში დაბრუნდება ელჩი თქვენ ქვეყანაში. საქართველო უნდა შეუერთდდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. თუ საქართველოს მთავრობის ნაბიჯები ადეკვატური იქნება, მაშინ ელჩი დაბრუნდება საქართველოში. თუ საქართველოს მოქალაქეები გამოთქვამენ სურვილს, ჩამოვიდნენ უკრაინაში საბრძოლველად, მაშინ რატომ უშლის მათ ხელს ხელისუფლება?! თუ ეს გარემოებები გათვალისწინებული იქნება, თუ იქნება უკრაინის მხარდაჭერა, ჩვენ ელჩს დავაბრუნებთ საქართველოში. ჩვენ ძალიან გვიყვარს ქართველები, მაგრამ თქვენი ხელისუფლების მოღალატეობრივ ქედებებს ვერ მივიღებთ”, – განაცხადა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია. როგორც მან აღნიშნა, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდება იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას, ხოლო სანქციების დაკისრების საკითხზე ჰქონდა „ამორალური პოზიცია“.