უკრაინის სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ – სტრასბურგის უპრეცენდენტო გადაწყვეტილება

სისხლისღვრას, რომელიც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მოაწყო და უკვე მეშვიდე დღეა გრძელდება, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიება დაუპირისპირა.

​დოკუმენტით ამ ინსტიტუტმა ღიად თქვა, რომ შექმნილ ვითარებაში ხედავს ადამიანის უფლებების დარღვევის რეალურ და თან განგრძობად რისკს. ღონისძიების მთავარი ადრესატი არა უკრაინა და რუსეთი, არამედ მხოლოდ რუსეთია.

სტრასბურგის სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამი მუხლის რეალური დარღვევის რისკი დაინახა. ეს არის მეორე მუხლი, რომელიც სიცოცხლის უფლებას ეხება, სადაც წერია, რომ ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული და არ შეიძლება სიცოცხლის განზრახ ხელყოფა.

ამის მაგალითებს კი მთელი მსოფლიო 24 თებერვლიდან ხედავს, თუ როგორ იხოცებიან ბავშვები და მშვიდობიანი მოქალაქეები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share