ყველას მინდა ესმოდეს: არავის არ ეშინია არც “ანონიმუსის” და არც ზოგადად, პოლიტიკური ანუსების, რომლებიც მსგავს ტყუილს და უზნეობას კადრულობენ. ჩემს სიცოცხლეში ხელი ისეთ დოკუმენტზე არ მომიწერია, რომ ვიჯდე და ვკანკალებდე! ვერც ამ 53 ხელმომწერში იპოვის ვინმე უცხო ქვეყნის აგენტს, ერეკლე საღლიანი თუ აგენტი და საქართველოს მტერია, დამთავრებულა საქართველო.
თვითონ ის ფაქტი კი, მიწების ჩაბარებელი პარტიების აქტივისტები, ტროლებ-ბოტებით, ახლაც ომზე რომ ოცნებობენ და სამიზნედ ჩვენ ავურჩევივართ, მართლა საგულისხმოა.
“ანონიმუსია”, თუ “ანონსიმუსი”, ეტყობა, იმდენ ფაილს ამზადებს მათ სპეცკავშირებზე, რომ სხედან კლავიატურასთან და კატებივით კნავიან.
მეგობრებო, მძიმე დროა. თეთრი და შავი არეულია. თავს ნურავის მოატყუებინებთ, ბრმად ნურავის დაუჯერებთ.
აგენტები ღია წერილებს რომ წერდნენ, აგენტურული საქმიანობა საგანგებო და ფარული კი არ იქნებოდა” –
ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.