კიევში აფეთქებებია, ძლიერი აფეთქება იყო კიევის რკინიგზის სადგურთან – უკრაინული მედია

უკრაინული მედიის ცნობით, კიევში აფეთქებების ხმა ისმის, მათ შორის ძლიერი აფეთქება იყო კიევის რკინიგზის სადგურთან. დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

პარალელურად, უკრაინული და რუსული მედიები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ უკრაინულ და რუსულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები ხუთშაბათს განახლდება პოლონეთ-ბელორუსიის საზღვართან.


რუსეთი მეშვიდე დღეა უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს. იბომბება ქალაქები: კიევი, ბორისპოლი, ნიკოლაევი, ვასილკოვი, ხარკოვი. ქალაქებს უტევენ სახმელეთო ნაწილებიც. მიუხედავად ამისა, სამხედრო ექსპერტები რუსული არმიის სერიოზულ წინსვლაზე არ საუბრობენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share