რუსულმა ძალებმა, ომის დაწყების დღიდან, ხარკოვის ოლქში 194 ადამიანი, მათ შორის 126 მშვიდობიანი მოქალაქე, მოკლეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 5 ბავშვია.
„დაღუპულთა შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების 35 სამხედრო მოსამსახურე, 4 პოლიციელი, ეროვნული გვარდიის 6 წევრი, 4 მესაზღვრე, ხარკოვის ეროვნული საჰაერო ძალების უნივერსიტეტის 4 მედესანტე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი და ტერიტორიული თავდაცვის 14 მებრძოლი,“- აცხადებენ უწყებაში.