“ჩვენ გადავრჩებით, თუ უკრაინა ვერ გადარჩება? ეს არის ის კითხვა, რომელიც ყველა ჩვენგანმა უნდა დასვას… ვართ თუ არა ჩვენ ყველანი გაკვირვებულები, რომ ბოროტების ძალები ცოცხალნი არიან და აგრესიულნი დღევანდელ მსოფლიოში?
ჩემთვის ეს სიურპრიზი არ არის და არც თქვენთვის უნდა იყოს. მე ამ ყველაფერზე ვწერ და ვმღერი, რადგან ვგრძნობ…
თქვენ ამის შესახებ უნდა იცოდეთ, რადგან თქვენ დანახვა შეგიძლიათ, თუკი თვალები არ დაიბრმავეთ ამ ყველაფრის მისამართით და არ გსურთ არაფრის გაკეთება.
თქვენ აუცილებლად უნდა დაინახოთ…
ეს არ არის მხოლოდ უკრაინელების ომი.
დღეს უკრაინა არის ჩაბმული ომში მთელი მსოფლიოს სულისთვის. სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, ისინი ბოროტების ჯარს ებრძვიან.
ჩვენ გვინახავს, რისი გაკეთება შეუძლია ბოროტებას. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყანაა ეს და რა ფერისაა. დღეს ბოროტება ემუქრება ერთი ქვეყნის დამოუკიდებლობას და სხვა ქვეყნების სიწმინდეს…
კიდევ დამატებით რა ტრაგედიებია საჭირო იმისთვის, რომ რამე გავაკეთოთ ამ აგრესიის შესაჩერებლად?“
სტივ უანდერი უკრაინის შესახებ