გარიცხულია – კიევის უნივერსიტეტმა თორნიკე რიჟვაძის შესახებ განცხადება გააკეთა

კიევის უნივერსიტეტის ოფიციალური განცხადება: ამ შეტყობინების საშუალებით გაცნობებთ პირთა ბიოგრაფიულ ინფორმაციაში არსებული უზუსტობების შესახებ.

კერძოდ, 1989 წელს დაბადებული თორნიკე რიჟვაძე, აჭარის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, არ მიუღია კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის დიპლომი.

2015 წელს ჩააბარა კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამაში, ხოლო 2017 წელს ოჯახური გარემოების გამო საკუთარი ნებით გარიცხეს.

ამრიგად, სწავლის ეს პერიოდი არ დასრულებულა სამეცნიერო ხარისხისა და კვალიფიკაციის მიღებით, რადგან სწავლა შეწყდა.

მიუხედავად ამისა, სამწუხაროა, რომ ის ირიცხებოდა ჩვენი უნივერისიტეტის ასპირანტად და ასე არ უყვარს უკრაინა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share