პოლონეთში რუსეთის თავდასხმისთვის ემზადებიან

პოლონეთში რუსეთის თავდასხმას არ გამორიცხადევ, ამიტომ ხელისუფლება აგრესორი ქვეყნის დასახვედრად ემზადება.

როგორც უკრაინის ელჩმა პოლონეთში, ანდრეი დეშჩიცამ ერთ-ერთი უკრაინული არხის ეთერში განაცხადა, პოლონეთს კარგად ესმის რუსეთის მხრიდან მომავალი ყველა საფრთხე.

ამასთანავე მისი თქმით, ოფიციალური ვარშავაში ესმით, რომ აუცილებელია უკრაინის დახმარება, რათა მტერი საზღვართან არ მოუშვან.

„არსებობს შიში, რომ რუსეთი შესაძლოა თავს დაესხას პოლონეთს. პოლონეთის მთავრობა ამისთვის ემზადება“, – ხაზგასმით აღნიშნა დეშჩიცამ.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთი 24 თებერვალს შეიღეა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. აგრესორები საცხოვრებელ სახლებსაც ბომბავენ, შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის კი 115 ბავშვი, მილიონობით პირი კი უცხო ქვეყნებში დევნილად იქცა.

tia.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share