ანატოლი ბიბილოვი უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ჩავიდა

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, ბიბილოვმა რუსეთის დუმის დეპუტატთან, დიმიტრი საბლინთან ერთად, ვოლოდარსკის დროებითი მოთავსების პუნქტი მოინახულა და „ედინაია რასიას ახალგაზრდული გვარდიის“ წევრებს გაესაუბრა.

დიმიტრი საბლინი „ედინაია რასიას“ ჰუმანიტარული ცენტრის კოორდინატორია მარიუპოლში.

სააგენტოს ინფორმაციით, ანატოლი ბიბილოვმა ერთ-ერთი საავადმყოფო მოინახულა და მედიკამენტები გადასცა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share